საქართველო მზად არის გააღრმავოს აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა - ღარიბაშვილი
"საქართველო მზად არის განავითაროს და გააღრმავოს აზერბაიჯანთან არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა ორი ქვეყნის და რეგიონის კეთილდღეობისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვისადმი გაგზავნილ წერილში წერს.

მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანელ კოლეგას ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის იუბილე მიულოცა.

ღარიბაშვილმა თავის წერილში აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრულ კავშირებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ოდითგანვე ჩამოყალიბდა.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია