ბათუმში, ნარკოლოგიური საავადმყოფოს ეზოში სროლა იყო. დაჭრილია ერთი
ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მეტადონის პროგრამაშია ჩართული და
საავადმყოფოში აღნიშნულთან დაკავშირებით იმყოფებოდა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მას ტყვიამ
ქვედა კიდური დაუზიანა.