თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში
შემოსვლის საქმეზე დაკავებულ მე-4 მოქალაქეს, გიორგი ნარიმანიძესაც
პატიმრობა შეუფარდა.
მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ნარიმანიძე
20 ოქტომბერს დააკავა დანაშაულის დაფარვის ბრალდებით. მანამდე,
სააკაშვილის გარდა, სამი პირი იყო დაკავებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე
ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ
შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.