ირაკლი ღარიბაშვილი - ნიკა მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი
ნიკა მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ მმართველმა გუნდმა საკრებულოში უმრავლესობა დაკარგოს და „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა პარტია დატოვონ.


მისივე განმარტებით, მელიამაც კარგად იცის, რომ თბილისის მერი ვერ გახდება.

„ნიკა მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი. აი, ეს მინდა ვუთხრა ბატონ მელიას. შეეშვას ტყუილებს, მანაც კარგად იცის, რომ ვერ გახდება თბილისის მერი. ის არის ჩვეულებრივი ჯალათი, ზონდერი და კრიმინალი. ის არ იმსახურებს ჩვენი ქვეყნის ხელმეორედ დანგრევას“ , - განაცხადა ღარიბაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print