როგორია კარგი სერვისი, რომელსაც უნდა იღებდეს მომხმარებელი
საქართველოში ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ონლაინ ვაჭრობენ. ძირითადი ფაქტორები, რის გამოც მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ ონლაინ ნივთების შეძენას ეს არის საცობებსა და რიგებზე თავის არიდება და დროის დაზოგვა, სახლში მიტანის სერვისი, შესყიდვის პროცედურის სიმარტივე, ფასდაკლებები ონლაინ უნაღდო ანგარიშსწორებისას და სხვა.

კომპანიების ძირითადი დანიშნულება მუდმივ განვითარებასა და ზრდაზე ზრუნვაა. მათი უმრავლესობა აცნობიერებს, რომ მომხმარებელთა აქტიური ჩართულობის გარეშე შედეგი ვერ მიიღწევა და ფოკუსირდება მომხმარებელთა კმაყოფილების მიღწევაზე
თუ კომპანია მაღალი დონის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს და მიიკვლევს გზას მათ გულებამდე, ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის შეძლებს ლიდერი პოზიციის დაკავებას ბაზარზე.

განსაკუთრებით პანდემიის მიმდინარეობისას, როდესაც ადამიანებს შეეზღუდათ თავისუფლად გადაადგილება, საზოგადოებრივ ადგილებში შეკრება და ამავდროულად, დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ ვაჭრობაზე. ერთი მხრივ, მომხმარებლებს გაუჩნდათ საჭიროება სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და კომფორტულად შეეძინათ პროდუქცია მათთვის მისაღები პირობებით, მეორე მხრივ კი, ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდა ონლაინ კომერციის ბაზარზე და ამით საფრთხის ქვეშ დადგა, წლების მანძილზე ონლაინ მაღაზიების მიერ ნაშენები რეპუტაცია. მაღალი სტანდარტებით მუშაობა გამოცდა იყო ბაზრის ახალი მოთამაშეებისთვის

ნათელი გახდა, რომ მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა, არჩევანს სერვისების სიმარტივესა და კომპანიის სანდოობაზე აკეთებს. ონლაინ მაღაზია ისურვე არის კარგი მაგალითი იმისა, როგორ გამოიხატება კარგი სერვისის ეფექტი შედეგებზე. აღნიშნული კომპანია სფეროს გამოკვეთილი ლიდერი და ონლაინ შოპინგის უმსხვილესი პლატფორმაა. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებელთათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე, შესყიდვისა და მიწოდების სერვისის კუთხით. კმაყოფილი მომხმარებლები კი, თავის მხრივ, დადებითი განწყობების სხვებისთვის გაზიარებით უფასებენ კომპანიას მონდომებას და ამ მიზეზით, ყოველთვიურად, უკვე ათი ათასობით მომხმარებელი ირჩევს ისურვეს.

მომხმარებელთა ნდობისა და იმედების გამართლება, უპირველესი ამოცანაა ნებისმიერი ბიზნესისთვის. ყველაფერი მომხმარებლებთან სათანადო კომუნიკაციითა და სწორი დამოკიდებულებით იწყება. მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება და მაღალი სტანდარტებით ხელმძღვანელობა, ბიზნესის სტაბილურად შენების გარანტიაა!




Print