არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ ემხრობა ამ საკითხს. მისი თქმით, ქვეყანაში ყველა მოქალაქეს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, ამიტომ საქართველოში სავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება.

"მინდა, ცალსახად ვთქვა, მე როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მინდა, რომ ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება…ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები და არა ვაიძულოთ. დავარწმუნოთ, რომ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი”, – განაცხადა მან.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია