პარლამენტის შენობის ერთ კორპუსზე სართულის დაშენება იგეგმება
პარლამენტის შენობის ერთ კორპუსზე სართულის დაშენება იგეგმება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი საქართველოს პარლამენტის სასახლის С კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გაძლიერების სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით პარლამენტის აპარატმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 360 ათასი ლარია. წინადადებების მიღება 30 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება.

როგორც ტექნიკური დოკუმენტაციიდან ირკვევა, სართულის დაშენება იგეგმება ფლიგელის მე-3 და მე-7 სართულზე. თუმცა, როგორც ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, ერთი სართულის დაშენება შესაძლებელია მხოლოდ C ბლოკის (მესამე სართულზე) მარჯვენა და მარცხენა ფლიგელებზე, ხოლო C ბლოკის ცენტრალური ფლიგელის (მეშვიდე სართულზე) ნაკვეთურებზე ერთი სართულის დაშენება არარეკომენდირებულია.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები