საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე
წლის იანვარ–სექტემბერში,
საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტზე 37 მლნ 113 ათასი აშშ დოლარი
დაიხარჯა, რაც 650 აშშ დოლარით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით.
ელექტროენერგიის მთავარი იმპორტიორი კვლავ რუსეთია, საიდანაც 1 მლრდ
049.4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შემოვიდა, 7 მლნ აშშ დოლარის
ღირებულებით.
აზერბაიჯანიდან 2021 წლის იანვარ–სექტემბერში 505.5 მლნ კვტ/სთ
ელექტროენერგია შემოვიდა, 23 მლნ 358 ათასი აშშ დოლარის
ღირებულების.
მესამე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც საანგარიშო პერიოდში 161.2 მლნ
კვტ/სთ ელექტროენერგია შემოვიდა, 6 მლნ 754 ათასი აშშ დოლარის
ღირებულების.