თუ ირანი საღი აზრით იხელმძღვანელებს, აზერბაიჯანთან პრობლემა არ იქნება - ერდოღანი
"იმედი გვაქვს, რომ ირანი გონივრულად იმოქმედებს. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანთან მას არანაირი პრობლემა არ ექნება", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ განუცხადა. ინფორმაციას HaberGlobal ავრცელებს.

მისი თქმით, აზერბაიჯანის ლიდერი ილჰამ ალიევი კატეგორიულ პოზიციას იკავებს და არანაირ დათმობაზე არ მიდის.

"არანაირი დათმობა არ იქნება. ჩვენ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ნებისმიერი ვაჭრობა ისრაელთან. ჩვენ ისრაელთან იგივე კავშირები გვაქვს, როგორც სხვა ქვეყნებთან და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, - მოიყვანა ერდოღანმა აზერბაიჯანის ლიდერის სიტყვები.

რაც შეეხება ირანს, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხებში ქვეყნებმა ერთმანეთის გადაწყვეტილების მექანიზმებზე გავლენა არ და ვერ უნდა მოახდინონ.

"იმედი გვაქვს, რომ თუ ირანი გონივრულად მოიქცევა, მას აზერბაიჯანთან არანაირი პრობლემა არ შეექმნება“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია