კალაძე არჩევნებამდე 3 დღით ადრე 57 ოჯახს საცხოვრებელ ფართს სიმბოლურ ფასად უკანონებს
მერია წინასაარჩევნოდ 57 ოჯახს საცხოვრებელ ფართს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად უკანონებს.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი პროგრამა. ეს არის საცხოვრებელი ფართების დაკანონება და სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაცემა იმ ოჯახებისთვის, ვინც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა გარკვეული მიზეზებისა და პრობლემების გამო ამ ფართების დაკანონებას. 2 000-ზე მეტი ოჯახი უკვე დავაკმაყოფილეთ, ამ ადამიანებს დავუბრუნეთ სიხარული, ბედნიერება და დღეს გვაქვს პატივი კიდევ 57 ოჯახს გადავცეთ სამგორის რაიონში სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", — განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

აღსანიშნია, რომ წინასაარჩევნოდ ქართულმა ოცნებამ არაერთი სოციალური პროგრამა დააანონსა, ასევე, დასრულებული პროექტების შესახებ განაცხადა.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც. კახა კალაძე ოპოზიციის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას უპირისპირდება.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები