გამბედაობა რომ გქონდეს, შენივე მიტინგზე გამიმართავდი დებატებს — სააკაშვილი ივანიშვილს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

“ფანჯრები ამომიგმანე და გამიშავე, ტელეფონი გადამიჭერი, სასამართლოში კი არა, ჩვეულებრივ საავადმყოფოში გეშინია ჩემი გადაყვანა. შენ რომ მართლა რამე გამბედაობა გქონდეს, ამ შენს ფასიან მიტინგზე გამიყვანდი და იქ გამიმართავდი დებატებს, შენივე მოყვანილი ხალხის წინაშე”, — ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.

“ქართული ოცნება” დღეს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები