„ოცნების“ აქციაზე ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ
ტელეკომპანია „ფორმულას“ და „TV პირველის“ ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ტელეკომპანიის განცხადებით, შეურაცხყოფა მიაყენეს „ფორულას“ ჟურნალისტს, რატი წვერავას, რომელიც 5 ივლისს ჰომოფობური აქციის დროს დაშავდა:

„ფორმულას ჟურნალისტს, რატი წვერავას „ოცნების” აქციაზე მისულმა მოქალაქეებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეები აგრესიულად არიან განწყობილი კრიტიკული მედიის სხვა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართაც“, – აცხადებენ ტელეკომპანია „ფორმულაში“.

„ტელეკომპანია პირველის“ ცნობით კი, მათი ჟურნალისტის მიკროფონს აქციის მონაწილემ სიგარეტი ჩააწვა. ტელეკომპანია აცხადებს, რომ გეგმავს, შსს-ს მიმართოს.


„ნეტგაზეთი“ მომხდართან დაკავშირებით ცდილობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდეს. უწყებისგან პასუხის მიღების შემდეგ სტატია განახლდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები