საქართველოს აზერბაიჯანელი ახალგაზრდები თბილისში ფორუმს მართავენ
თბილისში, აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმში აზერბაიჯანელი ახალგაზრდების პირველი რეგიონული ფორუმი " ახალგაზრდობა თანასწორობისა და მშვიდობისათვის" იმართება.


ფორუმის მიზანია იმ საკითხების განხილვა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს აღელვებთ.

ღონისძიებას ესწრებიან საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს პირველი მდივანი ანარ რასულოვი, დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე, ეროვნული უმცირესობებისა და ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება ქვემო ქართლის რეგიონის სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები