კაცს, რომელმაც დედას რამდენჯერმე ესროლა, 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
სენაკში კაცს, რომელმაც ორლულიანი თოფით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე ესროლა, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და თქვა, რომ ბრალდებულმა ქალს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივითა და მოკვლის მიზნით ესროლა. შემთხვევა 2021 წლის 29 იანვარს მოხდა.

უწყების ინფორმაციითვე, კაცმა მიმალვა სცადა, ქალს კი ექიმებმა გადაარჩინეს.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობა გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია