"ტვინის დაძაბვაც არ არის საჭირო, ისე კარგად ჩანს ყველაფერი" - ზაზა წერეთელი
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში ცხრილს აქვეყნებს და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ წერს:

"ძალიან თვალსაჩინო ცხრილი ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან. ტვინის დაძაბვაც არ არის საჭირო, ისე კარგად ჩანს ყველაფერი თუ როგორ არის დამოკიდებული აცრების მოცვა და კოვიდ სიკვდილიანობა - კითხვა კი იგივე რჩება - რატომ არჩია საქართველომ ანტივაქსერული მოძრაობა და ვაქცინაციის გარეშე პანდემიის შეუძლებელი შეჩერება",
- წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.


წყარო: report.ge
Print