"ძალიან მინდა მიხეილ სააკაშვილის გაცნობა, ისტორიული ფიგურაა" - ვახტანგ მეგრელიშვილი
პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაცნობის სურვილი აქვს, თუმცა მას "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი მტრად აღიქვამს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისგან რომ იყოს შესაბამისი სურვილი, მას გორის ჰოსპიტალში მოინახულებდა.

"მე ძალიან მინდა მიხეილ სააკაშვილის გაცნობა, ისტორიული ფიგურაა და ძალიან ბევრი საკითხი დარწმუნებული ვარ, როგორც დანარჩენ მოსახლეობას, მეც ასევე მაინტერესებს. მე მაქვს იქ შესვლის უფლება, მაგრამ მეორე მხრიდან ხომ უნდა იცოდე, რომ შენი ნახვა უნდათ, რაც მე მესმის იმ მედია საშუალებებიდან, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებს, ისინი ჩვენ მტრებად აღგვიქვამენ მაშინ, როდესაც ანალოგიური დამოკიდებულება არასდროს გვქონია.

მე რომ მოვინდომო იქ შესვლა ძალიან არაადეკვატურად გამოვჩნდები, მაგრამ მიხეილ სააკაშვილისგან რომ იყოს ასეთი სურვილი, მე დიდი სიამოვნებით გავიცნობდი, რადგან საერთოდ მაინტერესებს"
, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ შიმშილობის 50 დღის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია