შვედეთის პირველი ქალი პრემიერი არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა
შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი პოსტზე არჩევიდან რამდენიმე საათში თანამდებობიდან გადადგა.

ინფორმაციას ბრიტანული BBC ავრცელებს.

სოციალ-დემოკრატის, მაგდალენა ანდერსონის გადადგომის მიზეზი მის კოალიციაში შემავალი შვედეთის ცენტრის პარტიის (ცენტრისტების) მიერ ამ კოალიციის დატოვება იყო, რის გამოც ანდერსონის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტი ჩავარდა.

ნაცვლად მის მიერ წარდგენილი ბიუჯეტისა, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ოპოზიციის, მათ შორის მიგრანტების ქვეყანაში მიღების წინააღმდეგ განწყობილი ჯგუფების მიერ წარდგენილ ბიუჯეტს.

„არსებობს კონსტიტუციური პრაქტიკა, რომ კოალიციური მთავრობა უნდა გადადგეს, როდესაც მასში შემავალი ერთი პარტია მას ტოვებს. მე არ მინდა ვმართო მთავრობა, რომლის ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ დადგება“, – განაცხადა მან.

ანდერსონის განცხადებით, იგი არ ტოვებს შვედურ პოლიტიკას და შეეცდება კვლავ გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია