"წარვადგენთ, როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სამოქმედო გეგმა" - აკაკი ბობოხიძე
"ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ხედვას რამდენიმე დღეში წარადგენენ.

ბობოხიძე ამბობს, რომ არ იცის, რამდენად დაემთხვევა "ევროპული საქართველოს" ხედვა ნიკა მელიას გეგმას.

"რამდენიმე დღეში წარვადგენთ ჩვენს ხედვას, თუ როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სამოქმედო გეგმა. არ ვიცი, რამდენად დაემთხვევა ის ნიკა მელიას მიერ შემოთავაზებულ გეგმას, ჯერჯერობით რასაც ვხედავ მათ მოქმედებებში, "ლელოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედებებში ვხედავ არათანმიმდევრულობას და ვხედავ მოქმედებებს, რომლებიც, ჩემი აზრით, შედეგის მოტანის თვალსაზრისით არცთუ ისე საიმედოა"
, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია