"ის ძველებური ადამიანი აღარ არის" - გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილითან გიული ალასანია იმყოფებოდა. მან შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ისე სტაბილურია.

მისივე ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა კლინიკაში გადასვლის შემდეგ წონაში საკმაოდ დაიკლო.

მისივე თქმით, ახლა ოპოზიციის მხრიდან პასიურობის დრო არ არის და საჭიროა აქტიურობა.

"დათრგუნულია, ის ძველებური ადამიანი აღარ არის, უჭირს სიარული. ჩვენ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ როგორმე ეს ადამიანი გავათავისუფლოთ. სხვა გამოსავალი არ არის.

მე გაოგნებული ვარ, გუშინ მოვისმინე, რომ თურმე მიშას 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა ოპოზიცია. ვინმეს გაუგია, რომ გმირის გმირობა რაიმე მოძრაობას აზიანებდეს? საჭიროა მთელი საზოგადოების დაუყოვნებლივი აქტიურობა. ის პიროვნება ამბობდა, რომ ხალხი დაიღალა მისი შიმშილობით და უნდა დავასვენოთ... რა გამოდის, რადგან ჩემმა შვილმა იშიმშილა, ახლა მთელი ოპოზიცია უნდა წამოწვეს და დაისვენოს? - თქვა დედა გიული ალასანიამ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მოინახულა.
წყარო: report.ge
Print