მზად უნდა ვიყოთ, ეს ასე მარტივად არ დასრულდება - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ცენტრის 2 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ პანდემია კიდევ დიდ ხანს არ დასრულდება და გამოწვევებისთვის მზადყოფნაა საჭირო.

მისივე განმარტებით, ეპიდემიის მართვას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი სჭირდება.

„ანალიზის დრო არის ახლა, თუ რა გვქონდა ძირითადი გამოწვევები ჯანდაცვის სფეროში და რა სისუსტეები იყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრში მე ყოველთვის თვითკრიტიკული ვიქნები და ვარ, პირველ რიგში, ჩემი თავის მიმართ, თუ რა სისუსტეები გვქონდა ჩვენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, რა ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც უნდა გაგვეკეთებინა, ყოველთვის შეიძლება კიდევ უფრო უკეთესად აკეთო, ვიდრე აკეთებ. სხვაგვარად განვითარება და პროგრესი ვერ იქნება, თუ არ თქვი, რა არის გამოწვევა და რას გააკეთებ. სამწუხაროდ, ეს პანდემია კიდევ კარგა ხანს არ დასრულდება, მას ექნება სერიოზული ჯანდაცვითი პოსტკოვიდური განვითარების სინდრომები სხვადასხვა ორგანოზე, საჭირო გახდება სერიოზული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რასაც ჯანდაცვის მიმართულებით დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. ეს თითოეულმა ადამიანმა და პირველ რიგში, ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს. ასე მარტივად ეს არ დასრულდება, ამიტომ მზადყოფნა უნდა იყოს და სიფხიზლე“, -
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

წყარო: report.ge
Print