უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილს აქვეყნებს. ის თავის გუშინდელ წერილზე დამატებით განმარტებას აკეთებს.

„რაც შეეხება ჩემს გუშინდელ პოსტს – მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას.

მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში.

29-ში ჩანიშნულ „სასამართლო“ პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად, “
- წერს მიხეილ სააკაშვილი.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია