Turkish Airlines, SkyUp Airlines და Belavia - ქართულ საავიაციო ბაზარზე ლიდერი კომპანიები
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 თვეში გადაყვანილი მგზავრების ოდენობით Turkish Airlines ლიდერობს, რომელიც იანვარ-ოქტომბერში 223 545 მგზავრს მოემსახურა. მეორე ადგილზე უკრაინული ბიუჯეტური ავიაკომპანია SkyUp Airlines-ია, რომელმაც მოცემულ პერიოდში 174 375 მგზავრი გადაიყვანა. მესამე ადგილს კი ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია Belavia იკავებს, ის 10 თვეში 161 137 მგზავრს მოემსახურა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ BMG-თვის გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 10 თვის მონაცემებით, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით ავიაკომპანიების პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. 12% - Turkish Airlines 223 545 მგზავრი;
2. 9% - SkyUp Airlines 174 375 მგზავრი;
3. 8% - Belavia 161 137 მგზავრი;
4. 8% - Pegasus 144 224 მგზავრი;
5. 7% - Wizz Air Hungary 141 334 მგზავრი;
6. 6% - Flynas 119 003 მგზავრი;
7. 5% - FlyDubai 91 958 მგზავრი;
8. 4% - Israir 70 542 მგზავრი;
9. 3% - Georgian Airways 59 632 მგზავრი;
10. 3%- FlyArystan 57 466 მგზავრი.


სულ ათი თვის განმავლობაში რეგულარული რეისებით გადაყვანილია 1 917 777 მგზავრი, რეგულარული და არარეგულარული რეისებით კი 2 008 351 მგზავრი.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები