გუშინ საქართველოში 10 194 ადამიანი აიცრა - ვაქცინაციის ლიდერი რეგიონები
26 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში სულ 2 133 935 აცრა ჩატარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეისთვის ქვეყანაში სულ მცირე 1 დოზით 1 132 776 ადამიანია აცრილი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 39.9%-ს შეადგენს, ხოლო სრულად 989 533 პირია ვაქცინირებული, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 34.6%.

ამასთან, 25 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით დღიურად ჩატარებული აცრების რაოდენობა გაიზარდა და გასულის დღის განმავლობაში 10 194 ადამიანი აიცრა.

ვაქცინაციის რეგიონების მიხედვით განაწილება კი ასეთია, ყველაზე მეტი 3 018 აცრა კვლავ თბილისში ჩატარდა, 1 527 აცრა - იმერეთში, 1 372 აცრა - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 1 164 აცრა - აჭარაში, 799 აცრა - კახეთში, 741 აცრა - ქვემო ქართლში, 540 აცრა - გურიაში, 479 აცრა - შიდა ქართლში, 292 აცრა - სამცხე-ჯავახეთში, 156 აცრა - მცხეთა-მთიანეთში, 106 აცრა - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ჩატარდა.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები