26 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში სულ 2 133 935 აცრა ჩატარდა.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, დღეისთვის ქვეყანაში სულ მცირე 1 დოზით 1 132 776
ადამიანია აცრილი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 39.9%-ს შეადგენს, ხოლო
სრულად 989 533 პირია ვაქცინირებული, ანუ მოზრდილი მოსახლეობის
34.6%.
ამასთან, 25 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით დღიურად ჩატარებული აცრების
რაოდენობა გაიზარდა და გასულის დღის განმავლობაში 10 194 ადამიანი
აიცრა.
ვაქცინაციის რეგიონების მიხედვით განაწილება კი ასეთია, ყველაზე მეტი
3 018 აცრა კვლავ თბილისში ჩატარდა, 1 527 აცრა - იმერეთში, 1 372
აცრა - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 1 164 აცრა - აჭარაში, 799 აცრა -
კახეთში, 741 აცრა - ქვემო ქართლში, 540 აცრა - გურიაში, 479 აცრა -
შიდა ქართლში, 292 აცრა - სამცხე-ჯავახეთში, 156 აცრა -
მცხეთა-მთიანეთში, 106 აცრა - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში
ჩატარდა.