რუსთავში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს [video]
რუსთავში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შარტავას გამზირზე, სამმა არასრულწლოვანმა მაღაზია დისქაუნთერის მინის კარი ქვით შეამტვრია. ერთერთმა ბიჭმა კარები გახსნა და შიგნით შეღწევა მოახერხა.

არსებული ინფორმაციით წაღებულია 10-მდე ძვირადღირებული მობილური ტელეფონი.

რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირება მალევე მოახერხა, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.


წყარო: ინფო რუსთავი
Print