ქართული ღვინო კრიპტოვალუტით გაიყიდება
ქართული ღვინო მეტავერსზე გაიყიდება. ამის შესახებ WIV technology-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ლევან ბოძაშვილმა Forbes talk-თან ინტერვიუში თქვა. მისი განმარტებით, ვირტუალურ სამყაროში, სადაც კრიპტოვალუტაზე დამყარებული სავაჭრო სისტემა უკვე ამოქმედდა, შესაძლებელი იქნება ქართული, ტრადიციული ღვინის შესყიდვა და ამაში ინვესტიციას არამხოლოდ იდეის ავტორები, არამედ ქვეყნის მთავრობაც განახორციელებს.

ლევან ბოძაშვილის თქმით, Blockchain-ის ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, ღვინოზე კრიპტოვალუტა WIVA მიებას. სწორედ ამ ვალუტით შეძლებს მომხმარებელი პროდუქციის ყიდვას და ღვინის მწარმოებელსაც ანაზღაურება კრიპტოვალუტით გადაეხდება, რომელიც თავისმხრივ დოლარში ან ევროში განაღდდება.

WIVA ტოკენი ღვინის ინდუსტრიაზეა მიბმული და მის სიმყარეს პროექტში ჩართული კომპანიების საერთო ღვინის მარაგები გადაწყვეტს. ამ დროისთვის WIVA ტოკენის ღირებულება საშუალოდ 11 ცენტია, მაშინ როცა აგვისტოში ის 0.043 ცენტი ღირდა.

ლევან ბოძაშვილის თქმით, "ღვინის ბლოკჩეინ კონსორციუმის ბაზა" უკვე შექმნილია და მასში გაწევრიანებას მხოლოდ პრემიუმ ხარისხის ღვინის მწარმოებლები შეძლებენ.

წყარო: report.ge
Print