აზერბაიჯანმა, ირანმა და თურქმენეთმა სამმხრივი შეთანხმება გააფორმეს
აზერბაიჯანმა, ირანმა და თურქმენეთმა გაზის მიწოდების შესახებ სამმხრივი შეთანხმება გააფორმეს.

ხელშეკრულების თანახმად, ყოველწლიურად თურქმენეთიდან ირანის გავლით აზერბაიჯანი 1.5 მილიარდიდან, ორ მილიარდამდე კუბურ გაზს მიიღებს.

შეთანხმებას ხელი მოეწერა ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების თანდასწრებით აშხაბადში, სადაც მანამდე მოლაპარაკებები გამართეს „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მე-15 სამიტის ფარგლებში.


წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები