ტყიბულში, მიწის მასაში მოყოლილი კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
კაცი, რომელიც ტყიბულში ქვანახშირის კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა. 65 წლის კაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და მისი მდგომარეობა კლინიკაში შესვლისას კრიტიკული იყო.

მას გულ-მკერდის და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა.

გუშინ, 28 ნოემბერს მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა. ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია