ნავთობის ფასები გაიზარდა
გასულ კვირაში ნავთობის ფასის მოულოდნელი ვარდნის შემდეგ, "შავი ოქროს" ღირებულება კვლავ გაიზარდა.

Brent-ის იანვრის ფიუჩერსების ფასი 3,41%-ით გაიზარდა და ბარელზე 75,2 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, WTI-ის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება 4,34%-ით არის მომატებული და ბარელზე 71,11 აშშ დოლარად ბარდება.

გასული კვირის ბოლოს ნავთობის ფასის ვარდნა სამხრეთ აფრიკაში კოროვირუსის ახალი, "ომიკრონ" შტამის აღმოჩენით იყო გამოწვეული. ნავთობით მოვაჭრეები შიშობენ, რომ შესაძლოა უფრო მეტმა ქვეყანამ გაამკაცროს საკარანტინო შეზღუდვები.

შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ ეროვნული მარაგებიდან ნავთობის გაყიდვა დაიწყო.

შეერთებულმა შტატებმა აზიის რამდენიმე ქვეყანას სთხოვა ნავთობის სტრატეგიული მარაგები გაეთავისუფლებინათ, რათა OPEC-ზე ზეწოლა მოეხდინათ და მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები შემცირებულიყო. ჯოზეფ ბაიდენის კოალიციას, ნავთობის მსოფლიო ფასების დაწევას სახელმწიფო მარაგების გაყიდვით ცდილობს.

თავის მხრივ, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) პროგნოზირებს, რომ სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობის გათავისუფლება, შესაძლოა, მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ჭარბი რაოდენობა გამოიწვიოს. OPEC-ის რამდენიმე დელეგატმა აღნიშნა, რომ ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდების შემთხვევაში ორგანიზაციამ, შესაძლოა, იანვარში ნავთობის მოპოვების დაგეგმილ ზრდაზე უარი თქვას.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია