სამომხმარებლო სესხები გაიაფდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 368.03 მლნ ლარით (1.86%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 322.95 მლნ ლარით (1.52%-ით) გაიზარდა.

ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 14,9%-დან 15,6%-მდე მოიმატა. ფიზიკური პირების შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 17,5%-დან 17,8%-მდე გაიზარდა.

2020 წლის ოქტომბერში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,8%-ს, წელს ოქტომბერში კი ეს მაჩვენებელი 6,1%-მდე შემცირდა. ფიზიკური პირებისთვის სესხებზე განაკვეთი კი 6,4%-დან 5,3%-მდე შემცირდა.

ნახეთ, როგორია საბანკო პროდუქტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი:

- იპოთეკურ სესხები - 12,26%

- ავტოსესი - 21,57%

- ლომბარდული სესხი - 19,19%

- სამომხმარებლო სესხი - 18,57%

- სამომხმარებლო სესხი - უზრუნველყოფილი - 13,29%

- სამომხმარებლო სესხი - არაუზრულველყოფილი - 19,81%


წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები