უფლებადამცველი კახეთის რეგიონიდან თოზუ გულმამედოვა
"კატო მიქელაძეს" სახელობის ჯილდოს მფლობელი გახდა.
"ქალთა ფონდი საქართველოს" მიერ 2013 წელს დაარსებულ კატო მიქელაძის
პრემიის მფლობელები წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში
დასაქმებული აქტიური ქალები არიან.
წელს პრემია გადასცეს სამ ქალს. ბაია პატარაიას, ელისო რუხაძეს და
თოზუ გულმამედოვას.
თოზუ კახეთის რეგიონის, სოფელ იორმუღანლოდან არის.
აქტიურად დაიწყო იორმუღანლოში სათემო რ ადიოს დაარსებაზე
მუშაობა. ასევე მონაწილეობას იღებდა ბევრ პროექტში, რომელიც
ორიენტირებულია ადამიანის უფლებების გაზრდაზე. ეთნიკურად
აზერბაიჯანელი ქალების განვითარებაზე, ადრეულ ქორწინებასთან ბრძოლაზე.
თოზუ აქტიურად თანამშრმლობს ორგანიზაცია "საფართან".
კატო მიქელაძე - ევროპაში განათლების მიღების მერე საქართველოში
დაბრუნებული და ქალთა უფლებებისთის ბრძოლაში აქტიურად ჩართული
ფემინისტი ქალი, პუბლისისტი და ასევე პოეტი იყო.