საქართველოში 2 დეკემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
სააგენტოს ცნობით, 1 -ელი დეკემბრიდან 2 დეკემბრის დილამდე
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან
ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი
ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე
წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული
პროცესების ჩასახვა -გააქტიურება გამოიწვიოს.