ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]
რუსთავში, რუსთაველისა და დავით გარეჯის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ჯიპის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები