აზერბაიჯანმა ენერგოგენერაცია გაზარდა
2021 წელის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება 1 მილიარდ 554,4 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა და 22 მილიარდ 855,8 მლნ კვტ/სთ შეადგინა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის წარმოებამ თბოსადგურებში შეადგინა 21 მლრდ 458,6 მლნ კვტ/სთ (+ 1 მლრდ 394,8 მლნ კვტ/სთ), ჰიდროელექტროსადგურებზე - 11 მლრდ 08,9 მლნ კვტ/სთ (+ 162,5 მლნ კვტ/სთ), სხვა წყაროებიდან (ქარის მეურნეობა, მზის ელექტროსადგური და BZSTBO) - 288,3 მლნ კვტ/სთ (- 2,9 მლნ კვტ/სთ).

ქარის ელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 77 მლნ კვტ/სთ, მზის ელექტროსადგურებმა - 48,5 მლნ კვტ/სთ, ხოლო მყარი ნარჩენების დაწვის სადგურმა - 162,8 მლნ კვტ/სთ.

იანვარ-ოქტომბერში "აზერენერჯიმ" 23 მილიარდ 504,3 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოუშვა, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკის სამსახურმა - 379,1 მლნ კვტ/სთ, დამოუკიდებელმა ელექტროსადგურებმა - 1 მლრდ 915,7 მლნ კვტ/სთ, "აზეერიშიგის" ქარის ელექტროსადგურმა - 56,7 მლნ კვტ/სთ.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები