გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის
რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის
დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს.
არასახიფათო ნარჩენის ღია წესით წვის 3 ფაქტი გამოვლენილია გარდაბნის
მუნიციპალიტეტში. სოფელ ფონიჭალის მიმდებარედ და დაბა ვაზიანში,
მოქალაქეებმა, ელექტრო კაბელებისა და ელასტომერული მასალის ღია წესით
წვა მოახდინეს.
1 სამართალდარღვევა კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში
დაფიქსირდა. მოქალაქემ გარემო ცხოველის სხეულის ნარჩენით
დააბინძურა.
მოქალაქეების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
წყარო: tv4.ge