ქვემო ქართლში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს.

არასახიფათო ნარჩენის ღია წესით წვის 3 ფაქტი გამოვლენილია გარდაბნის მუნიციპალიტეტში. სოფელ ფონიჭალის მიმდებარედ და დაბა ვაზიანში, მოქალაქეებმა, ელექტრო კაბელებისა და ელასტომერული მასალის ღია წესით წვა მოახდინეს.

1 სამართალდარღვევა კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში დაფიქსირდა. მოქალაქემ გარემო ცხოველის სხეულის ნარჩენით დააბინძურა.

მოქალაქეების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები