„სუს-ტემა უნდა დაინგრეს" - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია-მსვლელობა იმართება
„სუს-ტემა უნდა დაინგრეს” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია-მსვლელობა იმართება.

აქციის მონაწილეები სუს-ის საქმიანობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს არის ადგილი, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას არაფორმალურად მართავს.

აქციის მონაწილეებს აქვთ პკალატები წარწერით: „სირცხვილია”, „ახლა დუმილი დანაშაულია”, „ეს მთავრობა ყველაფერს ი-კადრებ-ს” „ნუ გაი-სუს-ები.“

საპროტესტო აქციას შეუერთდნენ „დროასა“ და „ლელოს“ წევრებიც.

„ აქედან გეგმავენ ყველა იმ სიბინძურეს, რომელმაც დაგვაშორა ევროპულ ორბიტას და მიგვექაჩება რუსეთისკენ. ეს არის საინფორმაციო აქცია იმის გადასახარშად, თუ როგორი ბოროტებაა სუს-ი და როგორ მართავს ბიძინა ივანიშვილი სუს-ის დახმარებით ქვეყანას”, – ამბობს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი „ფორმულას“ ეთერში.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები