„სუს-ტემა უნდა დაინგრეს” – სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურთან აქცია-მსვლელობა იმართება.
აქციის მონაწილეები სუს-ის საქმიანობას აპროტესტებენ და აცხადებენ,
რომ ეს არის ადგილი, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას
არაფორმალურად მართავს.
აქციის მონაწილეებს აქვთ პკალატები წარწერით: „სირცხვილია”, „ახლა
დუმილი დანაშაულია”, „ეს მთავრობა ყველაფერს ი-კადრებ-ს” „ნუ
გაი-სუს-ები.“
საპროტესტო აქციას შეუერთდნენ „დროასა“ და „ლელოს“ წევრებიც.
„ აქედან გეგმავენ ყველა იმ სიბინძურეს, რომელმაც
დაგვაშორა ევროპულ ორბიტას და მიგვექაჩება რუსეთისკენ. ეს არის
საინფორმაციო აქცია იმის გადასახარშად, თუ როგორი ბოროტებაა სუს-ი და
როგორ მართავს ბიძინა ივანიშვილი სუს-ის დახმარებით
ქვეყანას”, – ამბობს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი
„ფორმულას“ ეთერში.