გორში ქმარმა ცოლს ლოცვის გამო სცემა
გორში ქმარმა ცოლს ლოცვის გამო სცემა და მოკვლით დაემუქრა. ინფორმაციას გორის რადიო "მოზაიკა" ავრცელებს.

"ცოლის ლოცვით გაღიზიანებულმა ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს. კერძოდ, ხელი და ფეხი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მეუღლეს უთხრა, რომ მოკლავდა და დაასრულებდა ყველაფერს," - აღნიშნულია საქმის მასალებში.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. მოსამართლემ დაკავებულს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ჩაეთვლება პირობითად და საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს გამოსაცდელ ვადად 3 წელი დაუდგინდა.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები