წამახალისებელი პროგრამის დანერგვის შემდეგ 60 წელს ზემოთ 51 757 მოქალაქე აიცრა - გამყრელიძე
მთავრობის წამახალისებელი პროგრამის დანერგვის შემდეგ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 60 წელს ზემოთ ასაკის 51 757 მოქალაქე აიცრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

„მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა წამახალისებელი ღონისძიებები, მნიშვნელოვნად გაიზარდა 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების მიმართვიანობა აცრაზე. 20-21 დღის განმავლობაში 51 757 ადამიანი აიცრა. აღნიშნული კატეგორიის დღიური საშუალო მაჩვენებელი 2465-ს შეადგენს. ამან გადააჭარბა, როგორც ნოემბრის საშუალო მაჩვენებელს, ასევე 5-6-ჯერ გადააჭარბა ოქტომბრის საშუალოს, ის მეტია სექტემბრის მაჩვენებელზეც, მხოლოდ აგვისტოს საშუალო მაჩვენებელს ჩამორჩება. მოგეხსენებათ, აგვისტოში ყველაზე მეტი აცრა გვქონდა. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ინიციატივა მუშაობს. ჩვენ გუშინ გვქონდა დღიური 13 603 აცრა, საიდანაც 70% პირველი დოზით აიცრა. ძალიან კარგია, რომ პირველი დოზით შედარებით მეტი ადამიანი აიცრა. ამ პირველ აცრებში 52% იყო 60 წელს ზემოთ მოქალაქე. გვინდა, რომ დეკემბერში კიდევ უფრო მეტი ადამიანი აიცრას“, – აცხადებს გამყრელიძე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წახალისების მიზნით, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები აცრის შემთხვევაში ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ. კამპანია 8 ნოემბრიდან დაიწყო და 31 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია