ფიზიკური პირები სალარო აპარატების გამოყენებისგან 2023 წლამდე თავისუფლდებიან
ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან 2022 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2023 წლის პირველ იანვრამდე გათავისუფლდებიან.

შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში” შედის, რომლიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის პირველ იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად.

ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, ნინო წილოსანი, ისკო დასენი, ელგუჯა გოცირიძე და ბეჟან წაქაძე არიან.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები