საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერისთვის კვლავაც მზად ვართ - სტოლტენბერგი
საქართველო და უკრაინა NATO-ს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან, მათი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის კვლავაც მზად ვართ, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნაზე, რომელშიც საქართველო და უკრაინაც მონაწილეობენ.

"საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ამ სხდომაზე განსაკუთრებით მინისტრ ზალკალიანსა და მინისტრ კულებას მივესალმებით", - განაცხადა მან,

სტოლტენბერგის თქმით, ივნისის სამიტზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურეს.

"საქართველო და უკრაინა NATO-ს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან, რომლებსაც NATO-ს ოპერაციებსა და მისიებში წვლილი შეაქვთ და ალიანსის წევრობისკენ ისწრაფვიან.

NATO ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს და ჩვენ საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის კვლავაც მზად ვართ“,
– განაცხადა მან.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები