მომავალ წელს საჯარო სექტორში ხელფასი დაახლოებით 10 პროცენტით
გაიზრდება და ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, – ამის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის
დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება და
აღნიშნა, რომ მომდევნო წლებშიც გაიზრდება.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად, არ მცირდება
კაპიტალური დანახარჯები 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში.
„
არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები 2022 წლის ბიუჯეტის
პროექტში. დაგეგმილი გვაქვს 5,9 მილიარდი ლარის ოდენობით, რაც ჯამში
მშპ-ს 9,1 პროცენტს შეადგენს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ჩვენი
დაპირება იყო, მომდევნო წელს ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში
ხელფასების მატებას დაახლოებით 10%-ის ოდენობით და ეს იქნება მზარდი,
ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, არამედ მომდევნო წლებშიც
გაიზრდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.