ექნება თუ არა მომდევნო წლიდან საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, მომავალ წელს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მოსახლეობის ასაცრელად საჭირო ვაქცინები ქვეყანას უკვე აქვს.

"ჯანდაცვის ბიუჯეტი კოვიდთან მიმართებით შეადგენს 500 მილიონ ლარს, აქ აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ პრაქტიკულად წელს შევიძინეთ ვაქცინების ის რაოდენობა, რომელიც საკმარისია მომდევნო წელს და შესაბამისად, მომდევნო წლისთვის გათვალისწინებული ვაქცინები პრაქტიკულად დღეს ქვეყანაში გვაქვს უკვე შემოტანილი"
, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები