ვის რამდენი ლარით ეზრდება პენსია და დახმარება
2022 წლის იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით პენსია იზრდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გაიზრდება ომში მონაწილე ვეტერანთა დახმარებაც.

კერძოდ:

2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარის ოდენობით გაიზრდება.

70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის კი 300 ლარის ოდენობით.

მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის პენსია გაიზრდება 312 ლარამდე.

70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია.

ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22 და 44 ლარიანი დახმარება 100 ლარამდე იზრდება.
წყარო: report.ge
Print