ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური დახმარება 100 ლარამდე გაიზრდება - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ პენსიის ზრდასთან ერთად მომდევნო წლიდან ასევე გაიზრდება ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური დახმარება.

„ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური დახმარება გაიზრდება – 22-ლარიანი და 44-ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე. კოვიდ 19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი განსაზღვრულია 500 მილიონი ლარით. ასევე დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად 114 მლნ ლარი გვაქვს გათვალისწინებული. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებით 300 მლნ ლარი გამოიყოფა. ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21.8 მილიარდი ლარი
“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები