"მე ვერ მოვისვენებ, სანამ სააკაშვილი იქნება ამ მდგომარეობაში" - ხოშტარია
პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ხოშტარიამ განაცხადა, ის აგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას კონკრეტული მიზნების მისაღწევად.

"ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია, ერთი დღეც იცხოვრო ბრძოლის გარეშე.

ბრძოლაში გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა, ეს არის რიგგარეშე არჩევნები და არავის ეგონოს, რომ ამას რამე სახის მანიპულაციებით მეორე პლანზე გადაწევენ.

რიგგარეშე არჩევნების გარეშე, არალეგიტიმური ხელისუფლების და მიტაცებული ინსტიტუტების პირობებში, არ არსებობს დაცული ადამიანი ამ ქვეყანაში.

და ჩემი მკაფიო ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შურისძიების აქტი შეწყდეს. ეს არ არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის და მოწონება არმოწონების საკითხი. მე და მიხეილ სააკაშვილი ვრჩებით განსხვავებულ პლატფორმებზე, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. მიუხედავად ამისა, მე ვერ მოვისვენებ, სანამ ის იქნება ამ მდგომარეობაში",
- განაცხადა ხოშტარიამ. 

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია