სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის სამიტს სიტყვით მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის ვირტუალურ სამიტს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინიციატივით იმართება, 10 დეკემბერს მიმართავს. ამის შესახებ report.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

სამიტი მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის ლიდერებს დემოკრატიის განახლებისა და მის წინააღმდეგ არსებული საფრთხეების დასაძლევად გააერთიანებს.

პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისათვის გამოგზავნილ მოსაწვევ წერილში აღნიშნულია - "ჩვენ ვაღიარებთ და ვაფასებთ თქვენს თანამშრომლობას დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემის მქონე საზოგადოებების მშენებლობაში, რაც თითოეულ მოქალაქეს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას აძლევს.

მნიშვნელოვანი გამოწვევისა და უზარმაზარი შესაძლებლობების მომენტში, დღეს როგორც არასდროს, დემოკრატიებისათვის მნიშვნელოვანია დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ შედეგს ჩვენი ხალხების საჭიროებებისათვის".

ვირტუალურ სამიტში 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია