კლდის ჩამონგრევამ სვანეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ჩაკეტა
ზუგდიდი-მესტიის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე, სოფელ ბარჯაშთან კლდე ჩამოიშალა, რამაც ზემო სვანეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაკეტა.

როგორც ნეტგაზეთს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ადგილზე ჩამოსულია კლდის დიდი ნაშალი, რომლის გაწმენდისთვისაც მუშაობს მძიმე ტექნიკა, თუმცა სამუშაოების გასაგრძელებლად საჭიროა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები.

გარდა ვერტმფრენისა და თვითმფრინავისა, ზუგდიდი-მესტიის გზა, წელიწადის ამ დროს, ერთადერთი საშუალებაა ზემო სვანეთში მოსახვედრად.

მთავარი ფოტო: ეკა წულუკიძე

წყარო: ნეტგაზეთი
Print