გურჯაანის იზოლატორში მამაკაცი გარდაიცვალა
გურჯაანის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში მამაკაცი გარდაიცვალა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევა 3 დეკემბერს, დაკავებულის სასამართლო პროცესის დაწყებამდე მოხდა.

41 წლის კაცს, სავარაუდოდ, ეპილეფსიური შეტევა დაემართა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.

ცნობისთვის, მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია